დახმარება
„ეკომეგობრული კახეთი 2026“ | ვეისთლესის პირველი ფართომასშტაბიანი რეგიონული საპილოტე პროექტი

ეკომეგობრული კახეთი 2026“ ვეისთლესის პირველი ფართომასშტაბიანი რეგიონული კამპანიაა, რომელმაც კახეთის 8 მუნიციპალიტეტი, 35 საჯარო სკოლა, ადგილობრივი თვითმმართველობები, ბიზნესები და ათასობით ახალგაზრდა ერთი მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო გააერთიანა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიარეს საგანმანათლებლო ტრენინგები, ჩაერთნენ ელექტრო ნარჩენების შეგროვების კონკურსში, შექმნეს კრეატიული TikTok ვიდეოები და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოსდაცვითი კულტურის გაძლიერებაში.

 

სულ რაღაც 2 კვირაში კახეთის 35 სკოლამ 47 205 კილოგრამი ელექტრო ნარჩენი შეაგროვა.

კამპანია ლაგოდეხში გამართული მასშტაბური ეკო-ფესტივალით დასრულდა, სადაც დაჯილდოვდნენ გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები, გაიმართა ეკო-აქტივობები, საგანმანათლებლო სივრცეები, კონცერტები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.

ვიდეოში იხილავთ პროექტის სრულ ისტორიას — იდეიდან შედეგამდე.

 
სხვა სიახლები
„ეკომეგობრული კახეთი 2026“ | ვეისთლესის პირველი ფართომასშტაბიანი რეგიონული საპილოტე პროექტი